ახალი ამბები
უფლისციხის მუზეუმისთვის წელს 280 000 ბილეთი დაიბეჭდება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერონული სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის ახალი ბილეთები დაიბეჭდება. ბილეთების გარდა, ტურისტული სააგენტოებისთვის ვაუჩერებიც გამზადდება.

სააგენტოს ადმინისტრაცია ამ ბილეთებს 7 მუზეუმისთვის ამზადებს. ესენია: უფლისციხე, მცხეთა, ვარძია, გრემი, ნოქალაქევი, ფიროსმანი, ბორჯომი.

,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების - მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის ბილეთები იბეჭდება დამთვალიერებელთა დაშვების დამადასტურებელი საბუთის უზრუნველყოფის, შემოსული თანხების აღრიცხვიანობის, შესაბამისი სტატისტიკის წარმოებისა და სამომავლო მიზნების უკეთ განსაზღვრის მიზნით.“ - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ყველაზე მეტი ბილეთი უფლისციხისთვის მზადდება სულ 281 000 ბილეთი. აქედან, 7-ლარიანი ბილეთის რაოდენობა - 250 000 ცალი; 1-ლარიანი ბილეთის რაოდენობა 30 ათასი იქნება, ხოლო 1000 ბილეთი - გიდის მომსახურებისთვის.



რაოდენობის მიხედვით, შემდეგ მოდის ვარძია, სულ 112 500 ბილეთი. აქედან, 100 ათასი იქნება 7-ლარიანი, ხოლო 10 ათასი ცალი - 1-ლარიანი. აქ 2500 ბილეთი იქნება გათვალისწინებული გიდებისთვის. გიდების მომსახურების ფასი განსაზღვრული არაა.

უფლისციხეში, მაგალითად, 2017 წლის პირველ 6 თვეში ვიზიტორების რაოდენობამ 123 272 შეადგინა. დინამიკა ასეთი იყო: იანვარი - 4 961; თებერვალი - 4 526; მარტი - 14 708; აპრილი - 17 821; მაისი - 33 118. ივნისი - 48 138


იხ. ამავე თემაზე:

უფლისციხის სტუმრები (Photo/Video)
Print

სტატიის გამოყენების პირობები