ალში მცხოვრები ოჯახი სოციალური დახმარების მოლოდინშია
03:00 / 12.04.2018
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მაყვალა ზედგენიძის ოჯახი
სოციალური დახმარების მოლოდინშია. ამის შესახებ ოჯახის დიასახლისმა
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ისაუბრა. მისი თქმით, სოციალურ
დახმარებას ერთი წლის განმავლობაში იღებდა, თუმცა ფართის სიდიდის
გამო, ქულთა რაოდენობა გაუზარდეს.
მაყვალა ზედგენიძე ამბობს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, მუშაობდა და
საკუთარი შემოსავალი ჰქონდა. ამ შემოსავლით კი, ის მრავალშვილიან
ოჯახს უძღვებოდა. 20 მარტს მან სოციალური მომსახურების სააგენტოში
განცხადება შეიტანა და პასუხს 20 აპრილიდან ელოდება.
სტატიის გამოყენების პირობები