ახალი ამბები
ზნაურის (ყორნისის) რაიონის ტყეში ცეცხლის ჩაქრობას 4 საათი დაჭირდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ზნაურის (ყორნისის) რაიონში დღეს დილით ცეცხლი ტყეს გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცხინვალის მედიამ გაავრცელა.

ოსური სააგენტოს ცნობით, ხანძარი სოფელ არკნეთთან გავრცელდა. ამჟამად, ცეცხლი ჩამქრალია - იტყობინებიან ადგილობრივი ჟურნალისტები.

დე-ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების განყოფილების პრეს-სამსახური აცხადებს, რომ ცეცხლის ჩაქრობას ოთხი საათი დაჭირდა. ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.

არკნეთი მდებარეობს სოფელ ნულის ზევით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები