ახალი ამბები
ერგნეთის, ნიქოზისა და ხვითის მოსწავლეებისთვის პროექტი ,,წარმატების სტრატეგია" ხორციელდება
პროექტი „ წარმატების სტრატეგია“ - ორიენტირებულია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობაზე. მასში ერგნეთის, ზემო და ქვემო ნიქოზის, ზემო და ქვემო ხვითის საჯარო სკოლების წარმომადგენლები არიან ჩართულები.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები საქართველოს წამყვან ტრენერებთან გადიან პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული ტრენინგების ციკლს ისეთ თემებზე, როგორიცაა: აზროვნების ეკოლოგია, პიროვნული თავისუფლება, კონფლიქტების მართვა, ლიდერობა, პროექტების წერა, დროის მენეჯმენტი და სხვა. გორის მერიის დაფინანსებულ აქტივობას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ა(ა)იპ „მომავლის ინიციატივა“. 

„განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამით“ სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მერიაში წარადგენს საინტერესო ინიციატივას საგანმანათლებლო პროექტის სახით და მიიღებს მონაწილეობას პროექტის განხორციელებაში შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური, შრომითი ან ადამიანური რესურსით. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების სამსახური." - აღნიშნავენ მერიაში
Print

სტატიის გამოყენების პირობები