ახალი ამბები
,,შეიძლება დავუჭირო, შეიძლება არ დავუჭირო" - რა ბედი ელის ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს?!

 

,,პრობლემების არ გვეშინია" - ამბობს ნინო ზურაბიშვილი, რომელიც საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარეა და პარტია ,,ქართული ოცნების" ლიდერია. ასევე მშვიდადაა კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი რესპუბლიკური პარტიიდან დავით რაზმაძეც. ის დარწმუნებულია, რომ ქალაქის საკრებულოში საკითხები პოლიტიკური ნიშნით არ გადაწყდება. უფრო მეტიც, დავით რაზმაძე დისკომფორტს არ იგრძნობს, თუკი საკრებულოში ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელები" კვლავ იარსებებს. ამ 3 კაციან ფრაქციაში, მასთან ერთად, დანარჩენი ორი ,,თავისუფალი დემოკრატია".

 

ზოგადად, საკრებულოს სტრუქტურა ასეთია:

 

6 წევრი - კოალიცია ქართული ოცნება"

4 წევრი - ,,ქართული პარტია" (ოპოზიცია)

2 წევრი - ,,თავისუფალი დემოკრატები" (ოპოზიცია)

1-1-1 - ,,ნაციონალური მოძრაობა"; ,,ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" და ,,ლეიბორისტული პარტია"

 

სულ 15 წევრი

 

რაც შეეხება ფრაქციებს, ქალაქის საკრებულოში სამი ფრაქციაა: ,,ქართული ოცნება", ,,ქართული პარტია" და ,,თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელები". ფრაქციების ერთ-ერთი ძალა ისაა, რომ მათი თავმჯდომარეები ბიუროს წევრები არიან.  ამ ფრაქციის დაშლის შემთხვევაში ბიუროს შემადგენლობიდან ფრაქციის თავმჯდომარე დავით წეწვაძე გამოვა. თამარ თედლიაშვილი და დავით რაზმაძე ფიქრობენ, რომ ფრაქციის პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე, ,,რესპუბლიკელი" და ,,თავისუფალი დემოკრატები" ფრაქციაში ერთად ყოფნას შესძლებენ.

 

,,ჩვენ მოვრიგდებით" - აცხადებს დავით რაზმაძე.

 

დავით რაზმაძე და თამარ თედლიაშვილი მაჟორიტარი, ამჯერად, უკვე სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი, დეპუტატები არიან. რაზმაძე - ჭალა, სადგური, წყაროსუბნის ოლქიდან, ხოლო თედლიაშვილი - ვერხვების დასახლებიდან. იმ შემთხვევაში, თუკი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში, თეორიულად, აღმოჩნდება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი ჭალა-სადგურზე იქნება მიმართული, ხოლო ვერხვების დასახლებაზე - არა, ამ შემთხვევაში ,,ჩვენ მოვრიგდებით" პროცესს რაზმაძე და თედლიაშვილი ასე ხსნიან: იხ. ვიდეო:

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები