ახალი ამბები
გორის საკრებულოს 40 წევრი 40 საკითხს იხილავს
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები დღეს 40 საკითხს იხილავენ. სხდომა, ამჟამადაც, მიმდინარეობს.

საკრებულოს აპარატის წარმომადგენლის ცნობით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დღესვე მოესწრება. საკითხებს შორის მანამდე მიღებულ დადგენილებებში ცვლილელების შეტანაა, ასევე, ახალი ფრაქციის შექმნის, სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილელების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების; პარკირების ადგილების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის; ქონების გადასახადის საპრივატიზაციო ნუსხაში ცვლილების შეტანის და ა.შ. საკითხებია.

რაც შეეხება ანგარიშებს, მერია 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს. ხოლო მერიის მიერ დაფუძნებული აიპიების: კეთილმოწყობის სააგენტოს გამწვანებისა და სანერგე მეურნეობის; მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის; კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები თავიანთ ანგარიშებით წარდგებიან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები