გორის მერიაში 10 სამსახურია. აქედან წამყვან 3 სტრუქტურას - ინფრასტრუქტურას, ადმინისტრაციულ და იურიდიულ სამსახურს - შიოშვილის გუნდში მოაზრებული თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ. აქედან ორი მათგანი - დავით გორგიშელი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი და თემურ მანველიშვილი, იურიდიული სამსახურის უფროსი თამაზ შიოშვილის უშუალო ნათესავები არიან. კერძოდ, შიოშვილი მანველიშვილის სიძეა, ხოლო გორგიშელი - შიოშვილის სიძე.
რაც შეეხება ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ნინო წეწვაძეს, ის გორის საკრებულოს ,,თავისუფალი დემოკრატი" წევრის დავით წეწვაძის დაა. გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ნინო წეწვაძე ,,ქართული ოცნების" წევრია, ხოლო ნინო წეწვაძე ამბობს, რომ ის არც ერთ პარტიას ეკუთვნის.
კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან" პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შემდეგ გორის მერიაში ირაკლი ალასანიას თანამებრძოლის, გორელი პარლამენტარის თამაზ შიოშვილის ნათესავების სამსახურებრივ მდგომარეობას, 2014 წლის ბოლომდე, საფრთხე არ ემუქრება. უფრო მეტიც, სამსახურების ხელმძღვანელებს შორის, ოფიციალურად, ,,თავისუფალი დემოკრატი" არავინ აღმოჩნდა.
,,სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნისას პარტიული კუთვნილების საკითხი არ განხილულა და არც გამირკვევია. ნინო წეწვაძის და თემურ მანველიშვილის შემთხვევაში დანამდვილებით ვიცი, რომ ისინი არ არიან ,,თავისუფალი დემოკრატები". რაც შეეხება დავით გორგიშელს, მე მის პოლიტიკურ კუთვნილებას არ ვიცნობ. ამ ბოლო დღეებში არც მქონია მასთან შეხვედრა. ამაზე არ გვისაუბრია და არც ვაპირებ ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილებას. ყველას თავისი არჩევანი აქვს და პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვას არავინ შეზღუდავს" - აღნიშნავს გორის მერი.
ჯერ კიდევ 2013 წელს თამაზ შიოშვილმა და დავით გორგიშელმა ასეთი კომენტარები გააკეთეს:
სტატიის გამოყენების პირობები