ახალი ამბები
,,წადი, იქით დაჯექი" - ალასანიას და ბურჯანაძის პარტიის ადგილობრივი ლიდერები საკრებულოში

 

,,თავისუფალი დემოკრატები" ოპოზიციურ ფლანგზე ,,ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის", ,,ქართულ პარტიის", ,,ნაციონალურ მოძრაობის" და ,,ლეიბორისტული" პარტიის წარმომადგენლების ლოჟას შეავსებენ.

 

საკრებულოს შემადგენლობა 15 კაციანი შემადგენლობა ამჟამად ასე იყოფა:

 

6 წევრი - კოალიცია ქართული ოცნება"

4 წევრი - ,,ქართული პარტია" (ოპოზიცია)

2 წევრი - ,,თავისუფალი დემოკრატები" (ოპოზიცია)

1-1-1 - ,,ნაციონალური მოძრაობა"; ,,ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" და ,,ლეიბორისტული პარტია"

  

რაც შეეხება ფრაქციებს, ქალაქის საკრებულოში სამი ფრაქციაა: ,,ქართული ოცნება", ,,ქართული პარტია" და ,,თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელები". ფრაქციების ერთ-ერთი ძალა ისაა, რომ მათი თავმჯდომარეები ბიუროს წევრები არიან.  ამ ფრაქციის დაშლის შემთხვევაში ბიუროს შემადგენლობიდან ფრაქციის თავმჯდომარე დავით წეწვაძე გამოვა. თამარ თედლიაშვილი და დავით რაზმაძე ფიქრობენ, რომ ფრაქციის პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე, ,,რესპუბლიკელი" და ,,თავისუფალი დემოკრატები" ფრაქციაში ერთად ყოფნას შესძლებენ.

 

დავით რაზმაძე ცდილობს, რომ ფრაქცია შენარჩუნდეს: ,,ამაზე ჩვენზე ჭკვიანი ხალხი გადაწყვეტენ. ნუ ვიჩქარებთ, შევეკითხოთ ზემოთ (იგულისხმა ცენტრალური ოფისის ლიდერებიე - რედ)" - უთხრა რაზმაძემ თედლიაშვილს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები