ახალი ამბები
თედოწმინდაში სასმელი წყლის სისტემას მოაწყობენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა, რომელიც მაგისტრალის, რეზერვუარისა და ტუმბოს მონტაჟს გულისხმობს. ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

ამჟამად სოფელში 45 ოჯახი ცხოვრობს, მოსახლეობა კი, წყალს წყაროდან და ჭებიდან სარგებლობს. სოფელი ტინისხიდის ადმინისტრაციულ თემში შედის.

მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოებისთვის 117 000 ლარი გამოიყო და სამუშაობის დაწყება მაისიდან იგეგმება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები