ახალი ამბები
გორში წმინდაწყალზე მანქანა 15-წლის ბიჭს დაეჯახა
ცოტა ხნის წინ, წმინდაწყალზე მანქანა 15-წლის ბიჭს დაეჯახა. შემთხვევა ყიფიანის ქუჩაზე მოხდა.

დაშავებული მოზარდი ,,გორმედის' საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ბავშვს მხარზე მოტეხილობები აღენიშნება.

,,ექიმებმა დაშავებულ მოზარდს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მოტეხილობები თაბაშირში ჩაუსვეს. ასევე, დაზიანებული აქვს წვივის ძვალი." - აცხადებენ ,,გორმედში'

გამოძიებას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აწარმოებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები