ახალი ამბები
ხაშურში მანქანა ქვეითს დაეჯახა
ხაშურში მსუბუქი ავტომანქანა ქალს დაეჯახა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალბატონი მსუბუქად დაშავდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ ქალაქის ტერიტორიაზე გამავალ მაგისტრალზე მოხდა. 

პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები