ახალი ამბები
გორში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან
გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილებისა და საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. ამის გამო, ერთობლივი შეხვედრა ჩაატარეს და არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

შეხვედრა გორის საკრებულოს შენობაში მოეწყო და ერთობლივი სამომავლო საქმიანობის საკითხები განიხილეს. მერიის ტურიზმის განყოფილების ინიციატივით, საოჯახო სასტუმროების ხელმძღვანელებს ციფრული მარკეტინგის თემაზე ტრენინგი ჩაუტარეს:

,,მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალი ტურისტული სეზონისთვის მზადებას." - ამბობს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე. მისი განცხადებით, ციფრული მარკეტინგის განვითარება ტურიზმის სფეროში წარმატებული საქმიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა.

ამ მიზნით, ციფრული მარკეტინგზე ტრენინგი ჩაატარა ,,USAID -ის ზრდა პროგრამასთან“ წარმომადგენელმა დავით მირველაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები