ახალი ამბები
გორში ჭადრაკის სექციის მასწავლებლებს სემინარს უტარებენ
გორის სასპორტო სკოლის ჭადრაკის სექციის მასწავლებლებს სემინარს უტარებენ, რომელსაც საქართველოს დამსახურებული მწრვთნელი ლაშა ჯანჯღავა უძღვება. მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სემინარი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში მიმდინარეობს.

სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს პრეს-სამსახურის ცნობით, მონაწილეობას იღებენ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სასპორტო სკოლების ჭადრაკის სექციის მასწავლებელები.

,,სემინარის მიზანი გახლავთ მწვრთნელებისთვის მუშაობის ახალი მეთოდოლოგიების გაცნობა, გადამზადება და მათთვის უფრო მეტი ცოდნის შეძენა. წლულს პირველად ვარ შიდა ქართლში, კერძოდ გორში. ეს პროექტი შარშანაც მიმდინარეობდა საქართველოში, თუმცა შიდა ქართლში არ ვყოფილვართ. კარგია, რომ წლეულს მოხერხდა თქვეთან ჩამოსვლა, რადგან ჭადრაკის განვითარებისთვის ასეთი სემინარის გამართვა მეტად მნიშვნელოვანია. საზოგადოდ პროგრამა არის მრავალეტაპიანი, ითვალისწინებს იმის სწავლებას, თუ როგორ უნდა იმუშავონ მწვრთნელებმა ბავშვებთან და მომდევნო ეტაპზე უფროსებთან" - განაცხადა ლაშა ჯანჯღავამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები