ახალი ამბები
გორში ტორტის სახლი გაქურდეს - წაღებულია ფული და ფოტოაპარატი
ქალაქ გორში, ტორტის სახლი ,,მარინა' გაქურდეს. წაღებულია ფოტოპარატი და თანხა, დაახლოებით, 30 ლარის ოდენობით.

გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

საკონდიტრო მაღაზიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უცნობი პირი კორპუსის ეზოს მხარეს არსებული ფანჯრიდან შევიდოდა:

,,სავარაუდოდ, გადმოსულია არასრულწლოვანი. ეზოს მხარეს არის პატარა ჩარჩო, საიდანაც გადმოსულა უცნობი პიროვნება. სავარაუდოდ, არასრულწლოვანი. სხვა ვერავინ შეძლება" - აცხადებს მაღაზიის მეპატრონე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები