ახალი ამბები
რუისში შიდა 5 კმ-იან გზაზე ასფალტს დააგებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში შიდა ცენტრალური სასოფლო გზა მოასფალტდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქარელის მერიამ მიიღო.

ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოებისთვის 2, 5 მლნ ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები მაისის ბოლოს დაიწყება.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა ეზოებთან მისასვლელებიც და წყალგამტარი არხებიც. გზის სიგრძე დაახლოებით 5 კმ-ია.

სოფელი რუისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. 2014 წლის აღწერის მიხედვით, ცხოვრობს 5 ათასზე მეტი ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები