ახალი ამბები
ავტოკლუბი გორში ოფიციალურად დაარსდა
ავტოსპორტის განვითარების მიზნით, გორში ავტოკლუბი დაარსდა. ამის თაობაზე საჯარო რეესტრში ოფიციალური განცხადება ერთი თვის წინ შეიტანეს.

საჯარო რეესტრის ცნობით, ავტოსპორტის განვითარების გარდა, ორგანიზაციის მიზანია შეჯიბრების ორგანიზება, რაც აღნიშნული სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ააიპ (არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის) დირექტორია გიორგი გიგოლაშვილი, ხოლო წევრები - შალვა აბულაძე და ჯემალ ქუჩუკაშვილი არიან.

ორგანიზაცია ოფიციალურად 2018 წლის 15 მარტს დაფუძნდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები