ახალი ამბები
სოფელ ქვეშთან რუსეთის სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გამყოფი ხაზთან, სოფელ ქვეშის მიმდებარე ტერიტორიაზე სერგო დარბაიძე დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფრმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

პრეს-სასახურის ცნობით, დაკავება გუშინ მოხდა და, სავარაუდოდ, სერგო დარბაიძე უკვე ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.

ქვეში ემიჯნება ცხინვალის რაიონის სოფელ ზემო არცევს და მას რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები