ახალი ამბები
ურბნისში ბალახის რგოლებით არქეოლოგიური უბანი გამოჩნდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში არქეოლოგიური უბანი გამოჩნდა, სადაც მუქი მწვანე ფერის ბალახის რგოლები გაჩნდა.

ამის ამსახველი ფოტო ადგილობრივმა მკვიდრმა გადაიღო და აღნიშნავს, რომ ადგილი შესაბამის ყურადღებას საჭიროებს.

,,ფოტოები გადაღებულია ძველი ნაქალაქარის ტერიტორიაზე, რომელსაც "ნათხრავების გორას" უწოდებენ. ფოტოებზე ჩანს, ნათლად გამოსახული რგოლები. რომელიც ალბათ შესწავლას საჭიროებს." - აღნიშნავს ადგილობრივი მკვიდრი.

ურბნისში რამდენიმე ნამოსახლარია, სადაც არქეოლოგებმა სხვადასხვა წლებში ექსპედიციები ჩაატარეს. სოფლის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი ურბნისის ნაქალაქარი (გალავანი, აბანო, წყალსადენი, სამარხები, გვირაბი, ეკლესია), ასევე, ხიზანაანთგორა და და ნამოსახლარი ქვაცხელები.







 

Print

სტატიის გამოყენების პირობები