ახალი ამბები
,,წერილები ფრონტიდან’’ - ვეტერანთა სამსახურში ახალ წიგნზე მუშაობენ
2018 წელს საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მიმართავს ყველას, ვის ოჯახშიც დღემდე შემორჩა ფრონტის წინა ხაზიდან გამოგზავნილი წერილები, ბარათები, რომლებშიც აღწერილია ომის ამბები, ასევე,მისალოცები და ფოტოები.

,,ეს წერილები,თუ ბარათები ყველაზე ნათლად გადმოსცემს ჯარისკაცის ემოციებს, ომში განცდილ ტკივილს, თუ სიხარულს, ოჯახის, საყვარელი ადამიანების მონატრებასა თუ თანამებრძოლების ცხოვრებას ფრონტის წინა ხაზზე. მივიღებთ, როგორც ამ წერილებისა თუ ბარათების დედნებს, ასევე ასლებს მათი ავტორების ფოტოებთან ერთად. ვგეგმავთ, რომ შეგროვებული მასალა ერთ წიგნად გამოვცეთ სახელწოდებით: ’’ წერილები ფრონტიდან’’. ასევე, სურვილი გვაქვს, ეს წერილები წარმოდგენილი იყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოწყობილ მუდმივმოქმედ ფოტოგამოფენაზე." - აღნიშნავენ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში. 

გთხოვთ, მასალები მოგვაწოდოთ 2018 წლის 24 მაისამდე.

https://www.facebook.com/veteranebi/?ref=aymt_homepage_panel

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით სამსახურის ცხელ ხაზზე: 248 26 16
Print

სტატიის გამოყენების პირობები