ახალი ამბები
ნადარბაზევის წალსაცავისთვის სატუმბი სადგური აღადგინეს
ნადარბაზევის წყალსაცავისთვის ხურვალეთში სატუმბი სადგური აღადგინეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მელიორაციის სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, შეიცვალა სადგურის ტრანსფორმატორი, მოწესრიგდა ელექტრომექანიკური მოწყობილობები, გამოიცვალა სადაწნეო მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები.

,,ხურვალეთის სატუმბი სადგურის აღდგენამ ნადარბაზევის წყალსაცავი 900 ათასი მ³ წყლით უკვე შეავსო, სარწყავი სეზონის დაწყებისთვის წყალსაცავს კიდევ 700 ათასი მ³ სარწყავი წყალი დაემატება." - აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.

2016 წელს მომზადებული სიუჟეტი



მათი განმარტებით, ეს სამუშაოები პირველ ეტაპს წარმოადგენს, რომლითაც გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების 600 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება.

სარეაბილიტაციო სამუშოების სრულად განხორციელების შემდეგ, წყალუზრუნველყოფილი ფართობი 1500 ჰა-მდე გაიზრდება.

ობიექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, არჩილ ბუკია იმყოფებოდნენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები