ახალი ამბები
გორში 8 მაისიდან გარევაჭრობა იკრძალება
გორის მერიამ გარემოვაჭრეები გააფრთხილა, რომლებიც 8 მაისიდან უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას ვეღარ შეძლებენ.

ისინი დღეს მერიის თანამშრომლებმა სამართალდამცავებთან ერთად გაფრთხილეს. მერია სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს ქალაქის სხვადასხვა ბაზარში სთავაზობს.

თუ გარემოვაჭრეები აღნიშნული ქუჩებს 7 მაისს, 20:00 საათამდე არ გაანთავისუფლებენ, მათ მიმართ განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ეს მე-3 პრიმა მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

„გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ქუჩებზე გარევაჭრობის შედეგად მახინჯდება ქალაქის იერსახე, გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ ფეხით მოსიარულეებსაც. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანები გაგებით მოეკიდებიან ამ საკითხს და გადავლენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ტერიტორიებზე.“ - აცხადებენ მერიის ზედამხედველობის სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები