საქმე იმაშია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს მიერ გორის მუნიციპალიტეტში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლის 2014 წლის პროგრამის ფარგლებში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ქსელის მონიტორინგი ჩატარდა.
ღონისძიებაში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევის მიზნით, ეროვნული სააგენტოდან ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის, ფიტოსანიტარული მონიტორინგისა და რისკის ანალიზის სამმართველოს სპეციალისტები მოავლინეს.
შეამოწმეს შემდეგი სავაჭრო ობიექტები:
შპს ,,აგროქართლი" (გორი, ცხინვალის გზ. 4ა; დირექტორი გიორგი სიმონიშვილი; რეალიზატორი ზურაბ ზაზარაშვილი)
შპს ,,აგრომოტორსი" (გორი, ცხინვალის გზ. 8; რეალიზატორი ლადო ზანთარია)
შპს ,,აგროგორგია" (გორი, ცხინვალის გზ. 20; რეალიზატორი ვასილ ბერიანიძე)
ი.მ. ,,იოსებ ბალახაშვილი" (გორი, ცხინვალის გზ. 16; რეალიზატორი იოსებ ბალახაშვილი)
აღნიშნული ობიექტებიდან პესტიციდის 10 და აგროქიმიკატის 5 ნიმუში აიღეს. შემოწმება ჩაუტარდა შემდეგ პესტიციდებს და ქიმიკატებს:
პესტიციდები:
1. ,,რიგომეტრინი"
2. ,,2-4 დ" დი-ამინი 500 (მფლობელი ,,საფა-ტარიმი" - თურქეთი
3. ,,მიდაში"
4. ,,ფუმგიციდი" (გამომშვები ,,აგრობესტ გრუპი" თურქეთი)
5. ინსექტიციდი - ,,კუნგ-ფუ-ეკ" (გამომშვები ,,ამრიკო გრუპ ოოდ" - ბულგარეთი)
6. ფუმგიციდი - ,,ჯეკ-პოტი ეკ"
7. ფუმგიციდი - ,,პეკოზილი 100 ეკ" (გამომშვები ,,ტარკიმ" - თურქეთი)
8. ჰერბიციდი - ,,ნიკოფურონი" (გამომშვები ,,სინოჩემ ქემიქალსი" - თურქეთი)
9. ფუმგიციდი - ,,რიდონეტი"
10. ფუმგიციდი - ,,კონილი"
ქიმიკატები:
1. სუპერფოსფატი (მწარმოებელი ,,სუმიქიმპინომი" - უკრაინა)
2. ლიტროამოფოსკა (მწარმოებელი ,,ნევინომისკის აზოტო" - რუსეთი)
3. ფოსფორიანი ამონიუმის გვარჯილა - უზბეკეთი
4. აზოტოვან-ფოსფოროვან - კალიუმიანი კომპლექსური სასუქი - ბელორუსია.
უნდა აღინიშნოს, რომ არასრულყოფილი ეტიკეტირებისათვის შპს ,,აგროქართლი" 200 (ორასი) ლარით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, დაჯარიმდა. თუმცა, როგორც აღნიშნეს, ეს პრობლემა გამოსწორებულ იქნა.
სტატიის გამოყენების პირობები