ახალი ამბები
ხოვლეში, „კრავის წყაროზე“ ახალი დრენაჟია გასაკეთებელი
ხოვლეში ბუნებრივი წყლები იკარგება. კასპის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ორ დიდ სოფელში, სასმელი წყლის რეზერვუარისა და სისტემის რეაბილიტაციისთვის პროექტის შედგენას გულისხმობს, კიდევ ერთხელ ჩავარდა.

13 ათას ლარიან სამშენებლო პროექტზე კვლავ არც ერთმა კომპანიამ გამოთქვა მუშაობის სურვილი.

სოფელ ხოვლეში, წყლის სათავე ნაგებობაზე სადრენაჟე სისტემაა გამოსაცვლელი, ხოლო სოფელ თელიანში - შიდა ქსელების გარკვეული მონაკვეთების ამოცვლაა საჭირო.

მაგალითად, სოფელ ხოვლეში, „კრავის წყაროზე“ ახალი დრენაჟია მოსაწყობი, რომლის სიგრძე - 180 - 200 გრ/მ-ია. ჩასაღრმავებელია - 3 - 3,5 მეტრით. მოსაწყობია სათვალთვალო ჭები, შემოსაღობია სანიტარული ზონა. დამატებითი დებეტის მოძიების მიზნით არსებული წყარო ახალ მაგისტრალზე უნდა დაერთდეს, ძველი მაგისტრალი (250 მ) შესაცვლელია ახალი პოლიეთილენის მილით. შესაკეთებელია არსებული 1000 ტ. ტევადობის რეზერვუარი.

ამავე პროექტის მიხედვით, სამშენებლო კომპანია ვალდებულია წარადგინოს ჰიდროგეოლოგიური კვლევები, ასევე მოამზადებინოს წყლის ლაბორატორიულ-ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ანალიზები და დასკვნები. ხოვლეში ასევე ნაწილობრივ გამოსაცვლელია შიდა საუბნო ქსელები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები