ახალი ამბები
სადგურის დასახლებაში მოსახლეობა აქციას მართავს
ამ წუთებში სადგურის დასახლებაში აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა ითხოვს გაგრძელდეს საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

სამშენებლო სამუშაოები 6 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა გორის მერია ახალი ტენდერის გამოცხადებას აპირებს, რადგან გორის მერის მოადგილის, გელა კაპანაძის განცხადებით, იმ კომპანიასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს, რომელმაც სამუშაოების დასრულებისთვის ვადების გადაწევა 3 - ჯერ მოითხოვა, პროცესების გაჭიანურებით კი ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდა.

იხ.ამავე თემაზე:
,,კოპანიის მუშებს სადგურის დასახლებაში მშენებარე ბაღის ტერიტორია დაატოვებინეს
"
Print

სტატიის გამოყენების პირობები