ახალი ამბები
გორში სასმელი წყლის ცენტრალურ სადგურში ურდული დაზიანდა
დღეს, დილიდან, ქალაქის გორის ერთ-ერთ უბანს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ამის მიზეზი, სასმელი წყლის სატუმბ სადგურში ურდულის დაზიანება გახდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზზე განაცხადეს, რომ მიმდინარეობს დაზიანებული ურდულის შეკეთება. სავარაუდოდ, სასმელი წყლის მიწოდებას შუადღეს მოახერხებენ.

სატუმბი სადგური, სადაც სისტემა დაზიანდა,  კვერნაკის დასახლებაში მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები