ახალი ამბები
ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრი „ალი და ნინოს” საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადება
საპრემიერო ჩვენებები რუსთაველის თეატრში პირველ და ორ მაისს გაიმართება. სპექტაკლი ქართულ თეატრში პირველად იდგმება და საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

დრამაზე ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი მუშაობს, რომელიც საკუთარ ნამუშევარს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარადგენს.

ყურბან საიდის რომანის მიხედვით დადგმული ორმოქმედებიანი დრამის, „ალი და ნინოს“ სასცენო ვერსია რეჟისორ გოჩა კაპანაძეს ეკუთვნის.

რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული წარმომავლობის ჭაბუკის, ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის, ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და ბაქოში რევოლუციის ფონზე ვითარდება.

სპექტაკლში გამოყენებულია სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორი და კლასიკური მუსიკა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები