ახალი ამბები
,,სტუდენტური დღეები" გორში თავდაცვის აკადემიის ბენდმა გახსნა
დღეს, 1 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში "სტუდენტური დღეები 2018" ოფიციალურად გაიხსნა. გაიმართა კონცერტი, სადაც მონაწილეობა თავდაცვის აკადემიის ბენდმა მიიღო.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, კონცერტზე რეპერტუარით წარსდგნენ როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბენდი, ასევე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კულტურულ-შემოქმედებითი წრეების სტუდენტები.

,,სტუდენტური დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის კულტურული, აკადემიური, სპორტული და ინტელექტუალური ღონისძიებები" - აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები