ახალი ამბები
სურამის მე-4 საჯარო სკოლაში ვლადიმერ ვისოცკი გაიხსენეს
სურამის N4 საჯარო სკოლაში რუსული ენის გაკვეთილი ვლადიმერ ვისოცკის ხსოვნას მიეძღვნა. მასწავლებელმა მოსწავლეებს რუსი მუსიკოსის, მსახიობისა და პოეტის ცხოვრების შესახებ მოუთხრო.

სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, გაკვეთილი სახელწოდებით „ვისოცკის ქრონოლოგიური ბიოგრაფია“ მე-11 კლასში ჩატარდა.

რუსული ენის გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ ვლადიმერ ვისოცკის 700-მდე სიმღერა და ლექსი ეკუთვნის, ითამაშა 30-მდე ფილმში, მონაწილეობდა სპექტაკლებში. სასტიკი ცენზურის პირობებში ის აკრძალულ თემებს ეხებოდა და მღეროდა საბჭოთა სინამდვილეზე, რამაც მას უდიდესი პოპულარულობა მოუტანა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები