ახალი ამბები
გორის ქუჩებში მიტოვებულ ძროხებს მერია სპეციალურ სადგომზე გადაიყვანს
ახალი წესის შესაბამისად, პირი, რომელიც საქონელს გორის ქუჩებში მიატოვებს, ადმინისტრაციული წესით დაისჯება. საქონელს მერიის ზედამხედველობის სამსახური სპეციალურ სადგომზე გადაიყვანს.

გადაყვანისა და დღიურ მოვლის ხარჯებსაც საქონლის მფლობელი გადაიხდის.

ამის შესახებ განკარგულების პროექტი გორის მერიამ მოამზადა. პროექტს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

ჯარიმის თანხა გამოითვლება შემდეგნაირად:

ქალაქის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, მესაკუთრის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

სპეციალურ ადგილზე გადავანის ღირებულება – 30 ლარი; დღიური მოვლა-პატრონობაზე - 10 ლარი მსხვილფეხა პირუტყვზე, 5 ლარი - წვრილფეხა პირუტყვზე. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები