ახალი ამბები
ფცასა და ბერძენაულს შორის საფეხმავლო ხიდი გარემონტდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცასთან, მდინარე ფრონეზე არსებული საფეხმავლო ხიდის რემონტი სრულდება. ორივე მხარის სოფლების მოსახლეობას უსაფრთხოდ გადაადგილება უკვე შეუძლია.

დარჩენილია მცირე სახის სამუშაოები, რომელსაც მშენებლების თქმით, რამდენიმე დღეში დაამთავრებენ. ქარელის მერიამ სამუშაოებისთვის 30 000 ლარი დახარჯა. ხიდის სიფრძე 230 მ-ია.

ხიდის შესახებ რეპორტაჟი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გასულ წელს მოამზადა.

სიუჟეტის მიხედვით, ჩანს,რომ პედაგოგები და სხვა მოქალაქეები დაზიანებულ ხიდზე მოძრაობენ. განსაკუთრებით, სასიხარულოა ეს ამბავი იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც ბერძენაულის სკოლაში ასწავლიან და ფცაში ცხოვრობენ.

იხ. ამავე თემაზე:

სახიფათო გზა პედაგოგებისთვის (Photo/Video)

Print

სტატიის გამოყენების პირობები