ახალი ამბები
შიდა ქართლში განთავსებულ ფერომონებზე ფაროსანა ჯერ არ ჩანს
შიდა ქართლის ტერიტორიაზე განთავსებულ ფერომონებზე ჯერ-ჯერობით მავნებელი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან გვაცნობეს. ადმინისტრაციის ცნობით, შიდა ქართლში განთავსებულია 1100 ფერომონი, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტში 380 ცალი. სოფლის მეურნეობის სამინისტრის რეგიონული სამსახურის თანამშრომლები ყოველკვირეულად მონიტორინგს უწევენ.

,,აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ყველა რესურსი მობილიზებულია. მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსდა 100 000 დამჭერი ფერომონი, ყველა რეგიონში გახსნილია საკოორდინაციო შტაბი, დამატებით შეძენილია 150 ერთეული სპეცტექნიკა ფაროსანას წინაარმდეგ ეფექტური ბრძოლის ჩასატარებლად." - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში განთავსებული ფერომონების მეშვეობით, მავნებლის არსებობის კრიტიკული ზღვარი დადგინდება:

,,თუ რომელიმე ფერომონზე დაფიქსირდა შემთხვევა, მაშინ დაიწყება მის წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები. ასეთი შეთხვევა ჯერ არ გამოვლენილა. საერთოდ კი ყველა მოქალაქემ აღმოჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოს." - აღნიშნავენ მერიაში. გორის მუნიციპალიტეტის მერიას კი, შესაბამის ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს რეგიონული სამმართველო აწვდის.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები