ახალი ამბები
,,ბატონო ზაზა, ამ კვირაში კონცერტი გვაქვს მარტო" - სამსახურის უფროსების ,,დაგეგმილი" კვირა

 

2014 წლის 10 ნოემბრის თათბირზე, სწორედ, ასეთი წინადადებებით დაგეგმეს მიმდინარე კვირა. სამუშაო შეხვედრაზე, მხოლოდ, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური უფროსი არ იმყოფებოდა. როგორც გაირკვა, სამაშველო სამსახური სოფელ ბებნისთან მდინარე მტკვარში დაკარგულს, სათევზაოდ წასულ 65 წლის ბეგლარ მამიჯანაშვილს (საკრებულოს წევრის ეკა მამიჯანაშვილის მამას) ეძებდნენ. დანარჩენები კი სამუშაო თათბირზე მენეჯმენტზე ,,მუშაობდნენ", თანაც ისე ხმადაბლა, რომ კამერას არ ჩაეწერა.

 

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სულ 10 სამსახურია თავისი განყოფილებებით: ესენია:

 

ადმინისტრაციული,

ეკონომიკური,

იურიდიული,

შიდა აუდიტის,

საფინანსო-საბიუჯეტო,

განათლება-კულტურა-სპორტის,

ჯანდაცვის,

ზედამხედველობის,

ხანძარსაწყინააღმდეგო;

სამხედრო აღრიცხვის.

 

სამსახურის უფროსების ხელფასი 1500-ლარიდან 1800 ლარამდე მერყეობს. მათ საატესტაციო გამოცდები არ ეხებათ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები