ახალი ამბები
მდინარე მეჯუდის საფეხმავლო ხიდზე ახალ მოაჯირებს აკეთებენ
26 მაისის სანაპიროს მიმდებარედ, მდინარე მეჯუდაზე არსებულ საფეხმავლო ხიდზე ახალ მოაჯირებს აკეთებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი 25 აპრილს წერდა, რომ ხიდის მოაჯირები წყალში ჩაცვივდა.

აღნიშნული ხიდი წმინდაწყლის დასახლების, კერძოდ, ჯორბენაძის ქუჩის მცხოვრებლებს ყოფილ აგრარული ბაზრის ტერიტორიასთან აკავშირებს.

ამ ხიდით სარგებლობენ ასევე ,,გორიგაზის" მომხმარებლები, აგრეთვე, სასამართლოსკენ მიმავალი მოქალაქეები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები