ახალი ამბები
ცხინვალის რაიონში თბილისელი ახალგაზრდა დააკავეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მილიციის თანამშრომლებმა თბილისელი ახალგაზრდა ცხინვალის რაიონში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, 22-წლის მამაკაცი სოფელ სათიყარში იმყოფებოდა. აღნიშნული სოფელი ქსუისთან მდებარეობს და მათ რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ.

დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური აცხადებს, რომ მასალები რეაგირებისთვის უშიშროების სამსახურს გადაუგზავნეს. თბისელი ახალგაზრდა, 2 მაისს, საღამოს დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები