ახალი ამბები
გორის ,,სუპერმარკეტში" ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმ პიროვნებას ეძებენ, რომელმაც ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა. აღნიშნული ფატი ცოტა ხნის წინ ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიაში მოხდა.

სუპერმარკეტის თანამშრომლები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ადგილზე სამმართველოს უფროსის მოადგილე და კრიმინალური განყოფილების სხვა თანამშრომლებიც იმყოფებიან.

ფაქტის შესახებ შეტყობინება 112-ზე შევიდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს მამაკაცი ადგილზე არ დახვდათ. მიმდინარეობს თვითმხილველების გამოკითხვა.

დეტექტივ-გამომძიებლები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოწმებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები