ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებმა ამხანაგური მატჩი გორის
მერიის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან გამართეს. მატჩი
,,ახალბაღის" ტერიტორიაზე გაიმართა.
თასი მისიის წარმომადგენლებმა მოიგეს. ღონისძიება ,,ევროპის დღეების"
ფარგლებში გაიმართა.
გორში ,,ევროპის დღეებმა" სტარტი 2 მაისს აიღო და 8 მაისამდე
გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები
იმართება.
,,ევროპის დღეებს" ორგანიზებას უწევს გორის მუნიციპალიტეტის მერია;
კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, სპორტის
განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის გორის ოფისი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის
შესახებ.
დარჩენილ დღეებს, განრიგი ასე გამოიყურება:
4 მაისი
• 13 საათი - ფრენბურთი - გორის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტი.
• 15 საათი - კალათბურთი - სპორტ-სკოლის კალათბურთის დარბაზი
• 17 საათი - ტურისტული კლუბი ,,ჯიპ ტური’’ და მოლაშქრეთა კლუბის
პრეზენტაცია - გორის ცენტრალური მოედანი
• 19 საათი - კონცერტი - ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,გორი’’ -
სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერი.
7 მაისი
• 13 საათი - მკლავჭიდი - თეატრის ბაღი
• 16 საათი - ფილმის ჩვენება - გორის კულტურისა და ახალგაზრდობის
განყოფილება მის. მშვიდობის გამზირი 12/ა
• 19 საათი - კონცერტი - მუსიკისა და ცეკვის ცენტრი ,,იბერია’’
8 მაისი
• 13 საათი - ,,ერეკლეს აბანოს’’ საგამოფენო სივრცის გახსნა, მხატვარ
კახაბერ თოფჩიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
• 16 საათი - ,,ევროპის დღეების’’ საზეიმო დახურვა. გამოფენა,
საინფრმაციო შეხვედრა, ვიქტორინა და კონცერტი. გორის კულტურისა და
ახალგაზრდობის განყოფილება მის. მშვიდობის გამზირი 12/ა
სტატიის გამოყენების პირობები