ახალი ამბები
,,სადაც ბუნებრივი აირია გაყვანილი, იქ შეშა არ შევიტანოთ" - სატყეოს უფროსები საკრებულოში

 

გორში, ქარელსა და ხაშურში დანომრილი ხეების რაოდენობა თითო რაიონის ტერიტორიაზე 17-17 ათასი კბ.მ-ია. ყველაზე მეტი რაოდენობა კასპის რაიონში - 18 ათას კბ.მ დაინომრა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითო ოჯახზე 7 კბ.მ გათვალისწინებული, 70 ათას კბ.მ-მდე დანომრილი გამხმარი ხე, შიდა ქართლის მასშტაბით, მხოლოდ, 10 ათას ოჯახს ეყოფა.

 

მაგრამ მოსახლეობისთვის პრობლემას ტყე-კაფებამდე მისასვლელი გზები წარმოადგენს. სატყეოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე გზების მოწესრიგებაზე ფიქრიც ზედმეტია, რადგან მთებში ნალექი უკვე მოსულია და ტექნიკის მუშაობას იქ აზრი არა აქვს.

 

გამოსავალი კი, სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის ისაა, რომ იმ სოფლებში, სადაც ბუნებრივი აირია გაყვანილი, შეშა არ მიეწოდოთ, ხოლო საქართველოს მთავრობამ გაზიფიცირების სამუშაოები დააჩქაროს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები