ახალი ამბები
გორში ავარიის დროს ფეხითმოსიარულეები დაშავდნენ
თამარ მეფის ქუჩაზე ოპელისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ფეხითმოსიარულეები დაშავდნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერმა განუცხადა. ის შემთხვევის ადგილზე მივიდა და ვითარებას გაეცნო.

დაშავებულია სამი ქალბატონი, ამათგან ერთ-ერთი ჰოსპიტალში მოათავსეს. დაშავებულთა შორის მერიის თანამშრომლები არიან.

ხშირი ავარიების გამო, ადგილობრივმა მოსახლეობამ კოლექტიური წერილით მერიას ჯერ კიდევ 2015 წლის 2 დეკემბერს მიმართა.

იხ. გაგრძელება:

მოსახლეობის პროგნოზი გამართლდა - 3 წლის წინანდელი გაფრთხილება გორის მერს



Print

სტატიის გამოყენების პირობები