ახალი ამბები
,,დილა" - ,,დინამოს" მე-60-ე შეხვედრის შედეგი - პოლიცია ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს
შიდა ქართლის პოლიციას 2 მაისს მომხდარ ინციდენტის ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეს-სამსახური ავრცელებს. მისი ცნობით, სამართალდამცავების წყალობით, სიტუაცია განიმუხტა. თუმცა, გამოძიება ქონების დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

შიდა ქართლის პოლიციამ ექსკლუზიური ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს დაპირისპირების სურათი. გორში, ,,დინამოსა“ და ,,დილას“ მე-60-ე შეხვედრა სკამების მტვრევით, ქვების სროლით და ჩხუბით დასრულდა.  

გორის დილა და თბილისის დინამო ერთმანეთს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე 60-ჯერ არიან შეხვედრილები. გორის ,,დილას“ ადმინისტრაციის ცნობით, ამ 60 შეხვედრიდან ,,დილას“ მხოლოდ 4 მოგება აქვს. 12 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 43 თამაში ,,დინამოს“ მოგებით აღინიშნა.

2012 წელი



ფანებს შორის დაპირისპირება, საკმაოდ, დაიძაბა 2012 წლიდან, როდესაც გორის ,,დილას“ გაძლიერება დაიწყო. იმ პერიოდში, გორელთა გუნდს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი კურირებდა. 2013 წლიდან ,,დინამოს“ უჭირდა ,,დილას“ დამარცხება. 2015 წელს ,,დილა“ ჩემპიონიც გახდა.



გულშემატკივრები ერთმანეთს სწორედ 2015 დაუპირისპირდნენ. ამის ამსახველი ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა.



ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ,,დილას“ დამარცხება ,,დინამომ“, მხოლოდ, 2017 წელს შეძლო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები