ახალი ამბები
მერეთი-გუგუტიანთკარის გზაზე ნარჩენებს ისევ ყრიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, მერეთი-გუგტიანთკარის გზაზე სტიქიური ნაგავსაყრელი ისევ გაჩნდა. გორის მუნიციპალიტეტის ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" თანამშრომლებმა ტერიტორია 22 თებერვალს გაწმინდეს.

ორი თვის შემდეგ, მდინარის სანაპირო კვლავ დაბინძურებულია. ადგილობრივების განცხადებით, ამის მიზეზი სანაგვე ურნების არარსებობაა. მოსახლეობა კი, იძულებულია ნარჩენები სანაპიროზე მიიტანოს.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, მაისის ბოლოს 188 ცალ ნაგავშემკრებ კონტეინერს შეისყიდიან, რომლითაც, სწორედ, ის სოფლები იქნება უზრუნველყოფილი, სადაც ამის საჭიროება არსებობს.

ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 125 000 ლარი გამოიყო. ტენდერში წინადადებების მიღების ვადა 14 მაისს სრულდება. შერჩევა-შეფასების შემდეგ კი, კომპანია 90 დღეშია ვალდებული კონტეინერები მერიას მიაწოდოს.

იხ. ამავე თემაზე:

2018 წლის 4 თებერვალი - მერეთი-გუგუტიანთკარის გზაზე დაგროვებულ ნაგავს ტრაქტორი მდინარეში ყრის

2018 წლის 22 თებერვალი - რეპორტაჟის შემდეგ ტერიტორია ნარჩენებისაგან გაასუფთავეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები