ახალი ამბები
უფლისციხეში მოსახლეობის ნაკვეთები მტკვარს მიაქვს
ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხესთან მტკვარმა კალაპოტი შეიცვალა. ამის გამო, საფრთხე მოსახლეობის კუთვნილ ნაკვეთებს შეექმნა.

ერთ-ერთი მოსახლის ნაკვეთის დიდი ნაწილი მდინარემ უკვე წაიღო. 

ადგილობრივი მოსახლეობა ნაპირების გამაგრებას ითხოვს, რადგან დინება სხვა ნაკვეთებსაც უქმნის საფრთხეს.

გარდა ამისა, სახიფათოა მდინარის ნაპირას მისვლაც. ნიადაგი ფხვიერია და ადვილად იშლება.

იხ. ვიდეო
Print

სტატიის გამოყენების პირობები