ახალი ამბები
გორელი გიორგი დოლიაშვილი კრივში საქართველოს ჩემპიონია
საქართველოს ჩემპიონი კრივში გიორგი დოლიაშვილი გახდა. მან 64 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

რუსთავში გამართული ასპარეზობისა და მიღწეული შედეგების შესახებ დღეს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში პრესკონფერნცია გაიმართა. შეხვედრაზე გორელმა მოკრივეებმა და მათმა მწვრთნელებმა (ავთანდილ შოშიაშვილმა და ბადრი ყულუმბეგაშვილმა) ისაუბრეს.

საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით კიდევ ერთი მოკრივე გამოვიდა. გუჯა მექვაბიშვილმა 54 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ორივე მოკრივე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის წარმომადგენელია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები