ახალი ამბები
ქარელის გადასახვევთან ჯიპი განათების ბოძს დაეჯახა და გზიდან გადავარდა
ქარელის გადასახვევთან ,,ლექსუსის" ჯიპი გზიდან გადავარდა. მანამდე ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა.

შემთხვევა  მკვეთრ მოსახვევთან მოხდა. ჯიპი ქარელიდან ავტობანის მიმართულებით მოძრაობდა.

პოლიციელების განცხადებით, მძღოლს დაზიანებები არ მიუღია. ავტომანქანა სასულიერო პირს ეკუთვნის, თუმცა შსს-ს თანამშრომლებმა დამატებითი ინფორმაციის გაცემისგან თავი შეიკავეს.

გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით მიმდინარეობს და მძღოლს ამ ეტაპზე მხოლოდ ჯარიმა ემუქრება.









Print

სტატიის გამოყენების პირობები