ახალი ამბები
გორის რაიონში საგუშაგოზე სპეცრაზმის თანამშრომელი დაიღუპა
დღეს, დილით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში, პოლიციის საგუშაგოზე სპეცრაზმის თანამშრომელი დაიღუპა.

სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები, სავარაუდოდ, ცეცლსასროლი იარაღიდან მიიღო. დაჭრილი პოლიციელი დილის 8 საათზე ჯერ ტყვიავის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" მოათავსეს.

მიუხედადვად ამისა, შს სამინისტროს თანამშრომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები