ახალი ამბები
ყოფილი აგრარული ბაზრის წინ არსებული ტერიტორია დახლებისკან უკვე გაწმენდილია
დღეს, ყოფილი აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გარემოვაჭრეთა დახლებისგან საბოლოოდ გაასუფთავეს. ,,კეთილმოწყობის" სააგენტოს თანამშრომლებმა მუშაობა უკვე დაასრულეს.  

დახლების ადგილას ამჟამად მხოლოდ ავტომანქანები დგას. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა დანიშნულება ექნება იმ ადგილს, სადაც გარემოვაჭრეთა დახლები  იდგა.

გორის მერიამ გარემოვაჭრეები 4 მაისს გააფრთხილა იმის შესახებ, რომ 8 მაისიდან უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას ვეღარ შეძლებენ. მერია სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს ქალაქის სხვადასხვა ბაზარში სთავაზობს.

თუ გარემოვაჭრეები აღნიშნული ქუჩებს 7 მაისს, 20:00 საათამდე არ გაანთავისუფლებდნენ, მათ მიმართ განხორციელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ეს მე-3 პრიმა მუხლით გათვალისწინებული სანქციები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები