ახალი ამბები
აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ელჩები ხურვალეთში ვითარებას გაეცნენ
დღეს, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ლათინური ამერიკის, აზიის და აფრიკის ქვეყნების ის ელჩები ჩავიდნენ, რომლებიც აკრედიტებულები არიან გაეროში. მათ საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება შეისწავლეს.

დელეგაციას მასპინძლობდა გაეროში საქართველოს წარმომადგენელი კახა იმნაძე. კახა იმნაძის განმარტებით, გაეროში აკრედიტებული ელჩები საქართველოს ყოველწლიურად ეცნობიან. ხოლო ყოველი ვიზიტის დროს, ინტერესის სფეროში ოკუპირებული ტერიტორიის საკითხიც შედის.

ელჩები ადგილობრივი მკვიდრის, მავთულხლართების მიღმა დარჩენილი დათა ვანიშვილის მდგომარეობით დაინტერესდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები