ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში ფორუმი ,,ანტიტოტალიტარული 9 მაისი" გაიმართება
9 მაისს, 13 საათზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება ფორუმი „ანტიტოტალიტარული 9 მაისი“.

ღონისძიებას საინიციტივო ჯგუფი "მარო" ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით მართავს.

"ღონისძიების მიზანია, საზოგადოებას დაანახოს ურთიერთდამოკიდებულება სტალინის თემასა და ანტიდასავლურ კამპანიას შორის, რაც აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს. ასევე, დაეხმაროს საზოგადოებას საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის გააზრებისა და ტოტალიტარიზმისგან დისტანცირების საჭიროების გაანალიზებაში", - ამბობენ ფორუმის ორგანიზატორები.

ამ საკითხებზე, მოხსენებას წაიკითხავენ მოწვეული სპიკერები: თამარ კორძაია; დათო ჯიშკარიანი; დავით დარჩიაშვილი; რუსუდან გოცირიძე; ზვიად ქორიძე; ნატო ბაჩიაშვილი; ანა ნაცვლიშვილი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები