ახალი ამბები
სტალინის სახლ-მუზეუმთან კომუნისტების აქცია დაიწყო
საქართველოს კომუნისტური პარტიის გორის ორგანიზაციის წევრებმა სტალინის სახლ-მუზეუმთან აქციის გამართვა უკვე დაიწყეს. ,,უკვდავი პოლკის" წარმომადგენლების მისვლამდე კომუნისტები ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავს ზეიმობენ.

მოძრაობა ,,უკვდავი პოლკის" მონაწილეები დღეს გორში მსვლელობას მოაწყობენ. ისინი ცენტრალური მოედნიდან სტალინის სახლ-მუზეუმის მიმართულებით მარშით გაივლიან.

რუსული მოძრაობა ,,უკვდავი პოლკი" სლავ ხალთა ეროვნულ კონგრესს წარმოადგენს და არაკომერციულ და არაპოლიტიკურ მოძრაობად მიიჩნევა, თუმცა, მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, პრეზიდენტი პუტინი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები