ახალი ამბები
სოგრატ გალუსტაშვილი - მეორე მსოფლიო ომის გმირი გორიდან
დაიბადა გორის რაიონის სოფელ უფლისციხეში 1920 წელს. დაამთავრა 10-წლიანი საშუალო სკოლა. 1940 წელს საბჭოთა არმიაში ჩაეწერა.

1941 წლიდან მონაწილეობას იღებდა მეორე მსოფლიოში ომში - საბჭოთა კავშირის სამხრეთ - აღმოსავლეთ; სამხრეთ-დასავლეთ; სამხრეთის ფრონტებზე, მათ შორის, სტალინგრადთან. დაჭრილი იყო სამჯერ, ამათგან, ორჯერ მძიმედ.

1944 წლის 16 მარტს მდინარე დნეპრი, თანამებრძოლებთან ერთად, ტყვიამფრქვევით გადალახა და ორი დღის განმავლობაში მოწინააღმდეგე მხარეს სროლით აკავებდა.

საარქივო მასალების მიხედვით, იმ დროს, როდესაც ტყვია-მასალა გაუთავდათ, მოწინააღმდეგე მხარემ, ეს შეამჩნია. ალყა შემოარტყეს საბჭოთა მეომრებს და ტყვედ ჩაგდება მოისურვეს.

სოგრატ გალუსტაშვილმა და დანარჩენმა მეომრებმა შეძახილით ,,ვაშა", მოწინააღმდეგე მხარესთან ხელჩართული ბრძოლა გამართეს. ამ ბრძოლაში გალუსტაშვილმა მოწინააღმდეგეთა მეთაურს საკუთარი იარაღი წაართვა.

ორი დღის განმავლობაში საბჭოთა არმიის მებრძოლებმა, სოგრატ გალუსტაშვილის მონაწილეობით, ოთხი კონტრშეტევა მოიგერიეს. ის ხელში დაიჭრა.

1944 წლის 3 ივნისს, საბჭოთა კავშირის რუმინეთის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში მამაცობისათვის მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. მას, ასევე, სტალინგრადის დაცვისთვის ბრძოლაში მიენიჭა მეორე მედალიც.

მეორე მსოფლიო ომის ორგზის გმირის სახელობის ქუჩა დღეს გორში კვლავ არსებობს. გარდაიცვალა 1981 წელს, სოფელ ქვახვრელში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები