დღეს, გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებს
ის ერთადერთი დროშაც გაატანინეს, რომელზეც ნამგალი და ურო იყო
გამოსახული. საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს)
წერილობითმა გაფრთხილებამ კომუნისტური პარტიის წევრებზე იმოქმედა.
გორის ქუჩებში, პირველად, გამარჯვების დღეს, საბჭოთა წითელი დროშები
აიკრძალა. ,,თავისუფლების ქარტიის" მე-7 მუხლის მეექვსე პუნქტის დაცვა
პოლიციის თანამშრომლებმა პირწმინდად შეასრულეს:
,,ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა," - ამბობდა
კომუნისტურ პარტიის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალეკო
ლურსამაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში, გორში, კომუნისტურ
აქციებს ხელმძღვანელობს.
ბოლო წლების განმავლობაში, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მასშტაბურად
აღინიშნებოდა.
სტატიის გამოყენების პირობები